- Wenn du ein glückliches Leben willst, verbinde es mit einem Ziel...
- Wissenschaft ohne Religion ist lahm, Religion ohne Wissenschaft ist blind.
- Die besten Dinge im Leben sind nicht die, die man für Geld bekommt.
- Es gibt nur wenige, die mit ihren eigenen Augen sehen und mit ihren eigenen Herzen fühlen...
- Probleme kann man niemals mit derselben Denkweise lösen, durch die sie entstanden sind.
- Das Denken der Zukunft muss Kriege unmöglich machen...
- Das, wobei unsere Berechnungen versagen, nennen wir Zufall.
- Das Wichtigste ist es, nicht mit den Fragen aufzuhören...
- Ein Abend, an dem sich alle Anwesenden einig sind, ist ein verlorener Abend..
- Das Schönste, was wir erleben können, ist das Geheimnisvolle.
- Der Staat ist für die Menschen da, und nicht die Menschen für den Staat...
Friday, August 5, 2011
ალბერტ აინშტაინის ციტატები/Zitate von Albert Einstein
Wednesday, June 1, 2011
ალბრეხტ დიურერი/ Albrecht Dürer
| ავტოპორტრეტი (1498) |
ალბრეხტ დიურერი (უმცროსი) (გერმ. Albrecht Dürer) (დ. 21 მაისი, 1471, ნიურნბერგი ― გ. 6 აპრილი, 1528 ნიურნბერგი), გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, მათემატიკოსი, გრავიორი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ჰუმანიზმისა და რეფორმაციის ხანის უმნიშვნელოვანესი ხელოვანი, გერმანიის აღორძინების უდიდესი მხატვარი.
მამამისი, უფროსი ალბრეხტ დიურერი ოქრომჭედელი იყო. დედას ბარბარა ჰოლპერი ერქვა. ის მე-3 იყო მათ 18 შვილს შორის, თუმცა მათი უმეტესობა მცირე ასაკში გარდაიცვალა. ძველი ჩვეულების მიხედვით 13 წლის ალბრეხტმა მამამისის პროფესიის ოქრომჭედლობის შესწავლა დაიწყო. თუმცა მოგვიანებით მან ფერწერას მიანიჭა უპირატესობა. მრავალწლიანი მოგზაურობის შემდეგ, ის ნიურნბერგიში დაბრუნდა და აქვე იქორწინა აგნეს ფრეიზე. მცირე ხნის შემდეგ კი იტალიაში გაემგზავრა. ამ პერიოდის ნახატებში ჩნდება იტალიური კოსტუმები, ადგილები და ბუნება. დიურერი მოხიბლული იყო იტალიური რენესანსით და ეს მის შემოქმედებაშიც აისახა.
Labels:
Albrecht Dürer,
აღორძინება,
გრავიორი,
დიურერი,
მხატვრობა/Malerei,
რენესანსი,
ფერმწერი
Sunday, May 22, 2011
ერიხ მარია რემარკი/Erich Maria Remarque
ერიხ მარია რემარკი (Erich Maria Remarque; 22 ივნისი, 1898, ოსნაბრიუკი - 25 სექტემბერი, 1970, ლოკარნო) ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი (Erich Paul Remark), გერმანელი მწერალი. რემარკი თავის შემოქმედებაში ასახავდა როგორც პირველი ისე მეორე მსოფლიო ომის ხანას. მისი რომანები ძირითადად პაციფისტურია. იგი ასახავდა ომის საშინელებათა სურათებს, ომისშემდგომი პერიოდის მძიმე ვითარებას, ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა. რემარკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: "სამი მეგობარი", "ტრიუმფალური თაღი", "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "შავი ობელისკი", "სიცოცხლის ნაპერწკალი", "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა", "უკანასკნელი სადგური", "გიყვარდეს მოყვასი შენი", "გზა შინისაკენ", "ნასესხები სიცოცხლე", "ლისაბონის ღამე"... ნაციონალ-სოციალისტების რეჟიმის დასაწყისშივე მოუწია მას თავისი ანტინაცისტური იდეების გამო შვეიცარიაში გადასახლება. გერმანიაში მისი შემოქმედება "საზიანოდ და არასასურველად" გამოაცხადეს და აკრძალეს. მისი წიგნები კი დაწვეს. შემდეგ კი მას გერმანიის მოქალაქეობაც ჩამოართვეს. სამშობლოდან განდევნილი მწერალი საფრანგეთსა და შემდეგ უკვე ამერიკაშიც ცხოვრებდა და უშედეგოდ ცდილობდა გერმანიის მოქალაქეობის აღდგენას. მოქალაქეობის მიღება მან მხოლოდ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს შეძლო.
Saturday, April 2, 2011
ციტატები სიყვარულზე/Zitate über Liebe
❤ Es ist nicht üblich, das zu lieben, was man besitzt. -Anatole France
❤ Das Leben ist Schlaf, dessen Traum die Liebe ist. Du wirst gelebt haben, wenn du geliebt haben wirst.- Alfred de Musset
❤ Die Liebe macht die krummen Dinge gerade.-Katharina von Genua
❤ Einen Menschen lieben heißt einzuwilligen, mit ihm alt zu werden.-Albert Camus
❤ Liebe besteht nicht darin, dass man einander anschaut, sondern dass man gemeinsam in dieselbe Richtung blickt. -Antoine de Saint-Exupery
❤ Die meisten Frauen setzen alles daran, einen Mann zu ändern, und wenn sie ihn dann geändert haben, mögen sie ihn nicht mehr.-Marlene Dietrich
❤ Liebe mich wenig, aber liebe mich lang. -Karl Friedrich Wilhelm Wander
Saturday, March 12, 2011
სუნამო - ამბავი ერთი მკვლელისა(?)
"სუნამო-ამბავი ერთი მკვლელისა" (Das Parfum – Die Geschichte eines Mörders) არის გერმანელი მწერლის და დრამატურგის პატრიკ ზუსკინდის ყველაზე ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო წარმატება მოიპოვა. თვითონ ზუსკინდზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის საჯარო ცხოვრებას არ ეწევა. ეს რომანი 1985 წელს გამოვიდა. რომანი მოგვითხრობს ჟან ბაპტისტ გრენუიზე (გრენუის ფრანგულად ბაყაყს ნიშნავს). რომელიც საკუთარი სუნის გარეშე, მაგრამ გამორჩეული ყნოსვით ევლინება ქვეყანას. ის გადაწყვეტს შექმნას მსოფლიოს სუნამო. მას ეს გამოუვა კიდეც. გრენუი კლავს ახალგაზრდა ქალებს და აგროვებს მათ სურნელს და ქმნის სუნამოს. თუმცა ბოლოს ის ხვდდება, რომ მიუხედავად ამ სუნამოს არაჩვეულებრივი ძალისა ის ისევ მარტოა და ეს სურნელი მისთვის მხოლოდ ნიღაბია. რომანი 4 ნაწილად იყოფა. „სუნამო“ პოსტმოდერნული რომანია და მისთვის დამახასიათებელი ინტერტექსტუალობით გამოირჩევა. ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტის მიღმა, მრავალი მინიშნება იმალება. რომანი ერთი წაკითვისთანავე ახდენს მკითხველზე ზეგავლენას, ბევრისთვის ის უბრალოდ საინტერესო რომანია, დეტექტივი. ბევრი მასში უბრალო დეტექტივზე უფრო მეტს აღმოაჩენს.
ვისზეა სინამდვილეში რომანი? მკვლელზე?როგორც ამას რომანის ქვესათაური გვეუბნება? თუ ეს უბრალოდ თვალისახვეა, ალეგორიაა? ვინაა სინამდვილეში გრენუი?პარფიუმერი, არაჩვეულებრივი ყნოსვით თუ უფრო მეტი? რისი სიმბოლოა იგი? ესაა კითხვები, რომლებზეც პასუხს "სუნამოს" თითოეული მკითხველი თავად იპოვის.
Labels:
ამბავი,
გრენუი,
ზუსკინდი,
ლიტერატურა/Literatur,
მკვლელი,
პარფიუმერი,
სუნამო,
სუნი
Subscribe to:
Posts (Atom)