ერიხ მარია რემარკი (Erich Maria Remarque; 22 ივნისი, 1898, ოსნაბრიუკი - 25 სექტემბერი, 1970, ლოკარნო) ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი (Erich Paul Remark), გერმანელი მწერალი. რემარკი თავის შემოქმედებაში ასახავდა როგორც პირველი ისე მეორე მსოფლიო ომის ხანას. მისი რომანები ძირითადად პაციფისტურია. იგი ასახავდა ომის საშინელებათა სურათებს, ომისშემდგომი პერიოდის მძიმე ვითარებას, ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა. რემარკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: "სამი მეგობარი", "ტრიუმფალური თაღი", "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "შავი ობელისკი", "სიცოცხლის ნაპერწკალი", "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა", "უკანასკნელი სადგური", "გიყვარდეს მოყვასი შენი", "გზა შინისაკენ", "ნასესხები სიცოცხლე", "ლისაბონის ღამე"... ნაციონალ-სოციალისტების რეჟიმის დასაწყისშივე მოუწია მას თავისი ანტინაცისტური იდეების გამო შვეიცარიაში გადასახლება. გერმანიაში მისი შემოქმედება "საზიანოდ და არასასურველად" გამოაცხადეს და აკრძალეს. მისი წიგნები კი დაწვეს. შემდეგ კი მას გერმანიის მოქალაქეობაც ჩამოართვეს. სამშობლოდან განდევნილი მწერალი საფრანგეთსა და შემდეგ უკვე ამერიკაშიც ცხოვრებდა და უშედეგოდ ცდილობდა გერმანიის მოქალაქეობის აღდგენას. მოქალაქეობის მიღება მან მხოლოდ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს შეძლო.
Sunday, May 22, 2011
Saturday, April 2, 2011
ციტატები სიყვარულზე/Zitate über Liebe
❤ Es ist nicht üblich, das zu lieben, was man besitzt. -Anatole France
❤ Das Leben ist Schlaf, dessen Traum die Liebe ist. Du wirst gelebt haben, wenn du geliebt haben wirst.- Alfred de Musset
❤ Die Liebe macht die krummen Dinge gerade.-Katharina von Genua
❤ Einen Menschen lieben heißt einzuwilligen, mit ihm alt zu werden.-Albert Camus
❤ Liebe besteht nicht darin, dass man einander anschaut, sondern dass man gemeinsam in dieselbe Richtung blickt. -Antoine de Saint-Exupery
❤ Die meisten Frauen setzen alles daran, einen Mann zu ändern, und wenn sie ihn dann geändert haben, mögen sie ihn nicht mehr.-Marlene Dietrich
❤ Liebe mich wenig, aber liebe mich lang. -Karl Friedrich Wilhelm Wander
Saturday, March 12, 2011
სუნამო - ამბავი ერთი მკვლელისა(?)
"სუნამო-ამბავი ერთი მკვლელისა" (Das Parfum – Die Geschichte eines Mörders) არის გერმანელი მწერლის და დრამატურგის პატრიკ ზუსკინდის ყველაზე ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო წარმატება მოიპოვა. თვითონ ზუსკინდზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის საჯარო ცხოვრებას არ ეწევა. ეს რომანი 1985 წელს გამოვიდა. რომანი მოგვითხრობს ჟან ბაპტისტ გრენუიზე (გრენუის ფრანგულად ბაყაყს ნიშნავს). რომელიც საკუთარი სუნის გარეშე, მაგრამ გამორჩეული ყნოსვით ევლინება ქვეყანას. ის გადაწყვეტს შექმნას მსოფლიოს სუნამო. მას ეს გამოუვა კიდეც. გრენუი კლავს ახალგაზრდა ქალებს და აგროვებს მათ სურნელს და ქმნის სუნამოს. თუმცა ბოლოს ის ხვდდება, რომ მიუხედავად ამ სუნამოს არაჩვეულებრივი ძალისა ის ისევ მარტოა და ეს სურნელი მისთვის მხოლოდ ნიღაბია. რომანი 4 ნაწილად იყოფა. „სუნამო“ პოსტმოდერნული რომანია და მისთვის დამახასიათებელი ინტერტექსტუალობით გამოირჩევა. ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტის მიღმა, მრავალი მინიშნება იმალება. რომანი ერთი წაკითვისთანავე ახდენს მკითხველზე ზეგავლენას, ბევრისთვის ის უბრალოდ საინტერესო რომანია, დეტექტივი. ბევრი მასში უბრალო დეტექტივზე უფრო მეტს აღმოაჩენს.
ვისზეა სინამდვილეში რომანი? მკვლელზე?როგორც ამას რომანის ქვესათაური გვეუბნება? თუ ეს უბრალოდ თვალისახვეა, ალეგორიაა? ვინაა სინამდვილეში გრენუი?პარფიუმერი, არაჩვეულებრივი ყნოსვით თუ უფრო მეტი? რისი სიმბოლოა იგი? ესაა კითხვები, რომლებზეც პასუხს "სუნამოს" თითოეული მკითხველი თავად იპოვის.
Labels:
ამბავი,
გრენუი,
ზუსკინდი,
ლიტერატურა/Literatur,
მკვლელი,
პარფიუმერი,
სუნამო,
სუნი
Friday, February 18, 2011
ერიხ ფრომი /Erich Fromm
| ერიხ ფრომი 1974 |
ერიხ ფრომი (* 23 მარტი 1900 მაინის ფრანკფურტში ; † 18 მარტი 1980 შვეიცარიაში ) გერმანელ-ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ერიხ ფრომი წარმოშობით იყო ღრმადრელიგიური ებრაული ოჯახიდან. დაიბადა და გაიზარდა ფრანკფურტში, იქვე დაიწყო სამართლის შესწავლა, მოგვიანებით სოციოლოგიის სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. 1926 წელს ფრომმა ცოლად შეირთო ფსიქოანალიტიკოსი ფრიდა რაიხმანი. 1920 წლის ბოლოს ერიხ ფრომმა ბერლინის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში დაიწყო ფსიქოანალიზის შესწავლა ფროიდის მოსწავლე ჰანს ზაქსთან. 1929 წლიდან ის მუშაობდა დილეტანტ ფსიქოანალიტიკოსად, რადგან მას სამედიცინო განათლება არ ქონდა. 1930 წლიდან ის მოღვაწეობდა სოციალური კვლევის ფრანკფურტის ინსტიტუტში სოციალფსიქოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად. მალევე დაშორდა ფრიდა რაიხმანს, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. ჰიტლერის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ერიხ ფრომი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ნიუ-იორკში ფრომი კოლუმბიის უნივერსიტეტში იწყებს მოღვაწეობას. 1940 წლის 25 მაისს ის ა.შ.შ-ს მოქალაქე ხდება. 1944 წელს მან იქორწინა გერმანელ-ებრაელ ემიგრანტზე ჰენი გარლანდზე. 1950 წელს ის გადასახლდა მექსიკაში და ასწავლიდა მექსიკის ნაციონალურ ავტონომიურ უნივერსიტეტში. მას შემდეგ რაც 1952 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მისი მეუღლე, ერიხ ფრომმა 1953 წელს იქორწინა ამერიკელ ენის ფრიმენზე. 1969 წელს ფრომმა გულის ინფარქტი მიიღო და შვეიცარიაში გადასახლდა. იგი გარდაიცვალა 1980 წელს განეორებითი ინფარქტით.
მისი პირველი წიგნი იყო დღეს უკვე კლასიკად ქცეული ნაშრომი "თავისუფლებისგან გაქცევა". ასევე მისი ცნობილი ნაშრომებია "ქონა და ყოფნა", "სიყვარულის ხელოვნება".
წყაროები და დამატებითი ლიტერატურა:
ბიოგრაფია
Wikipedia
Sunday, February 13, 2011
რობერტ კოხი/ Robert Koch
| რობერტ კოხი |
სრული სახელი ჰაინრიხ ჰერმან რობერტ კოხი (* 1843 წლის 11 დეკემბერი, კლაუსთალში; † 1910 წლის 27 მაისი, ბადენ-ბადენში) გერმანელი მეცნიერი, მიკრობიოლოგი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მან საფუძველი ჩაუყარა ასევე იმუნოლოგიას.
კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. მან პირველმა დაამტკიცა, რომ გამომწვევი მიზეზი ისეთი გადამდები დაავადებების, როგორებიცაა ქოლერა, ტუბერკულიოზი, მალარია, და რომელთა წინაშეც ექიმები უძლურები იყვნენ, არის ბაქტერიები.
1882 წელს 24 მარტს მან აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია, მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტებერკულოზის სამკურნალოდ. 1905 წელს რობერტ კოხს მიანიჭეს ნობელის პრემია.
წყაროები და დამატებითი ლიტერატურა:
wikipedia
onmeda.de
რობერტ კოხის მოკლე ბიოგრაფია
წყაროები და დამატებითი ლიტერატურა:
wikipedia
onmeda.de
რობერტ კოხის მოკლე ბიოგრაფია
Labels:
დაავადება,
მედიცინა/Medizin,
მეცნიერი,
მიკრობიოლოგი,
ტუბერკულოზი
Subscribe to:
Posts (Atom)