![]() |
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი |
(~ 17 დეკემბერი 1770 ბონი; † 26 მარტი 1827 ვენა) გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა გერმანიის ქალაქ ბონში 1770 წლის (სავარაუდოდ 16 დეკემბერს) მუსიკოსების ოჯახში. ბეთჰოვენის მამა მოხიბლული და აღტაცებული იყო ახალგაზრდა ვოლფგანდ ამადეუს მოცარტით, რომელიც 6 წლის ასაკში უკვე კომპოზიტორი იყო და ვუნდერკინდად ითვლებოდა. ბეთჰოვენის მამამ მიზნად დაისახა საკუთარი შვილიც ვუნდერკინდად ექცია და ამის გამო ბეთჰოვენმა ადრეულ ასაკში დაიწყო პიანინოზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა. მამამისი მას დღედაღამ ასრულებინებდა რთულ მუსიკალურ სავარჯიშოებს. ეს მეცადინეობები პატარა ლუდვიგისთვის ადვილი არ ყოფილა. მისი ბავშვობა სხვა მხრივაც არ იყო ბედნიერი. მამამისი ალკოჰოლიკი იყო, დედა-ხშირად ავადმყოფობდა, მისი 6 და-ძმიდან მხოლოდ 2 გადარჩა ცოცხალი.
ბონში მისი ყველაზე ცნობილი მასწავლებლები იყვნენ ქრისტიან ნეფე (პიანინო, ორგანი) და ფრანც ანტონ რისი(ვიოლინო). ნეფე პირველი იყო, ვინც გამოაქვეყნა ბეთჰოვენის ნაწარმოებები 1782 წელს. ასე მაგალითად „Variations pour le Clavecin sur une Marche de Mr. Dressler“
1787 იანვრიდან მარტამდე ახალგაზრდა ბეთჰოვენი იყო ვენაში, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. ბონში დაბრუნებიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა დედამისი 1787 წლის ივლისში. ეს ახლაგაზრდა ხელოვნისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.
1789 იწყებს ლექციების მოსმენას ბონის უნივერსიტეტში. აქ იგი გაიტაცა საფრანგეთის რევოლუციის იდეებმა. რევოლუციური იდეებით გატაცება აისახა მის ნაწარმოებებშიც. 1790 წლის დეკემბერში ბონში ჩავიდა ავსტრიელი კომპოზიტორი ფრანც იოზეფ ჰაიდნი და გაიცნო ბეთჰოვენი. გადაწყდა, რომ ბეთჰოვენი ვენაში უნდა გამგზავრებულიყო ჰაიდნისთან სასწავლებლად. იგი მართლაც გაეგზავრა ვენაში 1794 წელს და ბონში აღარც დაბრუნებულა. ვენაში ის იყო ჰაიდნისა და ანტონიო სალიერის მოსწავლე. ბეთჰოვენმა მალე გაითქვა სახელი, როგორც ევროპის საუკეთესო მუსიკოსმა. ბეთჰოვენს 27 წლის ასაკში სმენის დასუსტება დაეწყო. დაავადება მზარდ ხასიათი მიიღო. რასაც იგი ძალიან განიცდიდა.
ბეთჰოვენის საფლავი ვენის
ცენტრალურ სასაფლაოზე
|
No comments:
Post a Comment