Sunday, May 22, 2011

ერიხ მარია რემარკი/Erich Maria Remarque

Datei:Bundesarchiv Bild 183-R04034, Erich Maria Remarque.jpg
ერიხ მარია რემარკი (Erich Maria Remarque; 22 ივნისი, 1898, ოსნაბრიუკი - 25 სექტემბერი, 1970, ლოკარნო) ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი (Erich Paul Remark), გერმანელი მწერალი. რემარკი თავის  შემოქმედებაში ასახავდა როგორც პირველი ისე მეორე მსოფლიო ომის  ხანას. მისი რომანები ძირითადად პაციფისტურია. იგი ასახავდა ომის საშინელებათა სურათებს, ომისშემდგომი პერიოდის მძიმე ვითარებას, ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა.  რემარკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: "სამი მეგობარი", "ტრიუმფალური თაღი", "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "შავი ობელისკი", "სიცოცხლის ნაპერწკალი", "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა", "უკანასკნელი სადგური", "გიყვარდეს მოყვასი შენი", "გზა შინისაკენ", "ნასესხები სიცოცხლე", "ლისაბონის ღამე"...  ნაციონალ-სოციალისტების რეჟიმის დასაწყისშივე მოუწია მას თავისი ანტინაცისტური იდეების გამო შვეიცარიაში გადასახლება. გერმანიაში მისი შემოქმედება "საზიანოდ და არასასურველად" გამოაცხადეს და აკრძალეს. მისი წიგნები კი დაწვეს. შემდეგ კი მას გერმანიის მოქალაქეობაც ჩამოართვეს. სამშობლოდან განდევნილი მწერალი საფრანგეთსა და შემდეგ უკვე ამერიკაშიც  ცხოვრებდა და უშედეგოდ ცდილობდა გერმანიის მოქალაქეობის აღდგენას. მოქალაქეობის მიღება მან მხოლოდ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს შეძლო.