Wednesday, June 1, 2011

ალბრეხტ დიურერი/ Albrecht Dürer

Datei:Selbstporträt, by Albrecht Dürer, from Prado in Google Earth.jpg
ავტოპორტრეტი (1498)
ალბრეხტ დიურერი (უმცროსი) (გერმ. Albrecht Dürer) (დ. 21 მაისი, 1471, ნიურნბერგი ― გ. 6 აპრილი, 1528 ნიურნბერგი), გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, მათემატიკოსი, გრავიორი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ჰუმანიზმისა და რეფორმაციის ხანის უმნიშვნელოვანესი ხელოვანი, გერმანიის აღორძინების უდიდესი მხატვარი.
მამამისი, უფროსი ალბრეხტ დიურერი ოქრომჭედელი იყო. დედას ბარბარა ჰოლპერი ერქვა. ის მე-3 იყო მათ 18 შვილს შორის, თუმცა მათი უმეტესობა მცირე ასაკში გარდაიცვალა. ძველი ჩვეულების მიხედვით 13 წლის ალბრეხტმა მამამისის პროფესიის ოქრომჭედლობის შესწავლა დაიწყო. თუმცა მოგვიანებით მან ფერწერას მიანიჭა უპირატესობა. მრავალწლიანი მოგზაურობის შემდეგ, ის ნიურნბერგიში დაბრუნდა და აქვე იქორწინა აგნეს ფრეიზე. მცირე ხნის შემდეგ კი იტალიაში გაემგზავრა. ამ პერიოდის ნახატებში ჩნდება იტალიური კოსტუმები, ადგილები და ბუნება.  დიურერი მოხიბლული იყო იტალიური რენესანსით და ეს მის შემოქმედებაშიც აისახა.