Sunday, April 22, 2012

ფრიდრიხ ნიცშე/ Friedrich Nietzsche

Datei:Nietzsche1882.jpgფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე  (Friedrich Wilhelm Nietzsche) *15 ოქტომბერი1844 როკენი, ლიცენი-  †  25 აგვისტო1900 ვაიმარი) მე-19 საუკუნის გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი.
უყვართ თუ სძულთ ის, აიდეალბენ, თუ უარყოფენ, ფრიდრიხ ნიცშე მაინც მე-19 საუკუნის უდიდეს ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება.  იგი იყო ფილოლოგი პროფესიით, რომელიც თავისი ფილოსოფიით გახდა მსოფლიოში ცნობილი. ახალგაზრდა ნიცშე აღფრთოვანებული იყო შოპენჰაუერის ფილოსოფიით. მოგვიანებითის განუდგა მის პესიმიზმს. ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედება მოიცავს მორალის, რელიგიის, ფილოსოფიის, მეცნიერების და ხელოვნების ფორმების მკაცრს კრიტიკას. ნიცშემ ჭეშმარიტების მნიშვნელობა, რეალობა ეჭვქვეშ დააყენა და ამით პოსტმოდერნისტული ფილოსოფიის გზისგამკვალავად შეიძლება მივიჩნიოთ. 
ის წერდა ნაშრომებს კულტურაზე, რელიგიაზე, ადამიანის ბუნებაზე, სიკვდილზე, მეცნიერებაზე და ა.შ.  ასევე შექმნა მრავალი მცირე ზომის მუსიკალური კომპოზიცია. 
მის ფილოსოფიას შოკისმომგვრელი ზემოქმედება ჰქონდა მსოფლიოზე. 
"ღმერთი მოკვდა " ეს ფრაზა არის ყველაზე ცნობილი მისი ფილოსოფიიდან.  ღმერთის გარდაცვალებაში ის ადამიანებს ადანაშაულებს, რომლებმაც დაამახინჯეს, გაანადგურეს ღმერთის ჭეშმარიტი სახე, შეცვალეს მისი სახე ისე,როგორც თავად სურდათ, მოკლეს ღმერთი, "რა დაემართა ღმერთს? მე გეტყვით! ჩვენ ის მოვკალით! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ!" "მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს"-ამბობდა ნიცშე. 



წყაროები და დამატებითი ლიტერატურა: