Sunday, February 13, 2011

რობერტ კოხი/ Robert Koch


რობერტ კოხი

სრული სახელი ჰაინრიხ ჰერმან რობერტ კოხი (* 1843 წლის 11 დეკემბერი, კლაუსთალში; † 1910 წლის 27 მაისი, ბადენ-ბადენში) გერმანელი მეცნიერი, მიკრობიოლოგი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მან საფუძველი ჩაუყარა ასევე იმუნოლოგიას. 
კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. მან პირველმა დაამტკიცა, რომ  გამომწვევი მიზეზი ისეთი გადამდები დაავადებების, როგორებიცაა ქოლერა, ტუბერკულიოზი, მალარია, და რომელთა წინაშეც ექიმები უძლურები იყვნენ,  არის ბაქტერიები. 
1882 წელს  24 მარტს მან აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია, მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტებერკულოზის სამკურნალოდ.  1905 წელს რობერტ  კოხს მიანიჭეს ნობელის პრემია.


წყაროები და დამატებითი ლიტერატურა:
wikipedia
onmeda.de
რობერტ კოხის მოკლე ბიოგრაფია

No comments:

Post a Comment