Friday, February 18, 2011

ერიხ ფრომი /Erich Fromm

foto
ერიხ ფრომი 1974
ერიხ ფრომი  (* 23 მარტი 1900 მაინის ფრანკფურტში ; † 18 მარტი 1980 შვეიცარიაში გერმანელ-ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 
ერიხ ფრომი წარმოშობით იყო ღრმადრელიგიური ებრაული ოჯახიდან. დაიბადა და გაიზარდა ფრანკფურტში, იქვე დაიწყო სამართლის შესწავლა, მოგვიანებით სოციოლოგიის  სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. 1926 წელს ფრომმა ცოლად შეირთო ფსიქოანალიტიკოსი ფრიდა რაიხმანი. 1920 წლის ბოლოს ერიხ ფრომმა ბერლინის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში დაიწყო ფსიქოანალიზის შესწავლა ფროიდის მოსწავლე ჰანს ზაქსთან.  1929 წლიდან ის მუშაობდა დილეტანტ ფსიქოანალიტიკოსად, რადგან მას სამედიცინო განათლება არ ქონდა. 1930 წლიდან ის მოღვაწეობდა სოციალური კვლევის ფრანკფურტის ინსტიტუტში სოციალფსიქოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად. მალევე დაშორდა ფრიდა რაიხმანს, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. ჰიტლერის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ერიხ ფრომი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ნიუ-იორკში ფრომი კოლუმბიის უნივერსიტეტში იწყებს მოღვაწეობას. 1940 წლის 25 მაისს ის ა.შ.შ-ს მოქალაქე ხდება. 1944 წელს მან იქორწინა გერმანელ-ებრაელ ემიგრანტზე ჰენი გარლანდზე. 1950 წელს ის გადასახლდა მექსიკაში და ასწავლიდა მექსიკის ნაციონალურ ავტონომიურ უნივერსიტეტში.  მას შემდეგ რაც 1952 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მისი მეუღლე, ერიხ ფრომმა 1953 წელს იქორწინა ამერიკელ ენის ფრიმენზე. 1969 წელს ფრომმა გულის ინფარქტი მიიღო და შვეიცარიაში გადასახლდა. იგი გარდაიცვალა 1980 წელს განეორებითი ინფარქტით. 
ისი პირველი წიგნი იყო  დღეს უკვე კლასიკად ქცეული ნაშრომი "თავისუფლებისგან გაქცევა". ასევე მისი ცნობილი ნაშრომებია "ქონა და ყოფნა", "სიყვარულის ხელოვნება".


 წყაროები და დამატებითი ლიტერატურა:
 ბიოგრაფია
 Wikipedia

No comments:

Post a Comment