Saturday, March 12, 2011

სუნამო - ამბავი ერთი მკვლელისა(?)


"სუნამო-ამბავი ერთი მკვლელისა" (Das Parfum – Die Geschichte eines Mörders) არის გერმანელი მწერლის და დრამატურგის პატრიკ ზუსკინდის ყველაზე ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო წარმატება მოიპოვა. თვითონ ზუსკინდზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის საჯარო ცხოვრებას არ ეწევა.  ეს რომანი 1985 წელს გამოვიდა. რომანი მოგვითხრობს ჟან ბაპტისტ გრენუიზე (გრენუის ფრანგულად ბაყაყს ნიშნავს). რომელიც საკუთარი სუნის გარეშე, მაგრამ გამორჩეული ყნოსვით ევლინება ქვეყანას. ის გადაწყვეტს შექმნას მსოფლიოს სუნამო. მას ეს გამოუვა კიდეც. გრენუი კლავს ახალგაზრდა ქალებს და აგროვებს მათ სურნელს და ქმნის სუნამოს. თუმცა ბოლოს ის ხვდდება, რომ მიუხედავად ამ სუნამოს არაჩვეულებრივი ძალისა ის ისევ მარტოა და ეს სურნელი მისთვის მხოლოდ ნიღაბია.  რომანი 4 ნაწილად იყოფა. „სუნამო“ პოსტმოდერნული რომანია და მისთვის დამახასიათებელი ინტერტექსტუალობით გამოირჩევა. ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტის მიღმა, მრავალი მინიშნება იმალება. რომანი ერთი წაკითვისთანავე ახდენს მკითხველზე ზეგავლენას, ბევრისთვის ის უბრალოდ საინტერესო რომანია, დეტექტივი. ბევრი მასში უბრალო დეტექტივზე უფრო მეტს აღმოაჩენს.
ვისზეა სინამდვილეში რომანი? მკვლელზე?როგორც ამას რომანის ქვესათაური გვეუბნება? თუ ეს უბრალოდ თვალისახვეა, ალეგორიაა? ვინაა სინამდვილეში გრენუი?პარფიუმერი, არაჩვეულებრივი ყნოსვით თუ უფრო მეტი? რისი სიმბოლოა იგი? ესაა კითხვები, რომლებზეც პასუხს "სუნამოს" თითოეული მკითხველი თავად იპოვის. 
პატრიკ ზუსკინდის ამ ნაწარმოების მიხედვით 2006 წელს გერმანელმა რეჟისორმა ტომ ტიკვერმა გადაიღო ფილმი " სუნამო-ამბავი ერთი მკვლელისა".

წყაროები და დამატებითი ლიტერატურა:

1 comment:

  1. კარგი წიგნია ძალიან.

    ReplyDelete